„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“ იმყოფებოდა, სადაც ამერიკის მხრიდან არსებულ მწვავე წერილებს გამოეხმაურა. მისი განცხადებით, ამერიკული ისტებლიშმენტის რეაქცია კიდევ უფრო ღრმავდება.
„ახლა ჩვენ ვხედავთ ამერიკული ისტებლიშმენტის რეაქციას ამ თემაზე, ეს რეაქცია კიდევ უფრო ღრმავდება. ეს არ არის რეაქციის ბოლო ფაზა, ამაზე უფრო მძაფრი რეაქცია არსებობს ამერიკის შეერთებული შტატებისგან ამაზეა სწორედ მინიშნება, ამიტომ მე არ ვეთანხმები რესპოდენტებს, რომლებიც ამბობენ, რომ ამერიკის მძაფრი რეაქცია ივანიშვილისთვის არაფერს არ წარმოადგენს, ნამდვილად წარმოადგენს უბრალოდ მას გონია, რომ გაძვრება მაგრამ არ გამოუვა ეს ამბავი იმიტომ, რომ ყველამ გაიგო უკვე რა ხდება. გვაქვს კონკრეტული მაგალითი, რომელიც იყო მოლდოვაში პლახოტნიუკი. ხომ შეიძლება, რომ მან ისწავლოს ერთხელ სხვის შეცდომაზე? თავის შეცდომაზე კი არა სხვისაზე“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.